თამაშგარე

13:37 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

აჰმედოვებს მახაჩყალა შეუყვარდათ
მახაჩყალის “ანჟის” უზბეკი ნახევარმცველი ოდილ აჰმედოვი უზბეკური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. დაღესტნურ კლუბს მისი შეძენა 6 მილიონი ევრო დაუჯდა და როგორც რუსული პრესა წერს, მრავალი სხვა ფეხბურთელისგან განსხვავებით, ოდილი მასში გადახდილ მილიონებს ნამდვილად ამართლებს.
ოდილ აჰმედოვი დაღესტნის დედაქალაქში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ოდილის მეუღლე, ზამირა აჰმედოვა, “ანჟის” საშინაო მატჩებზე ხშირად დადის და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, ფეხბურთის ბევრი არაფერი გაეგება, ბედნიერია მახაჩყალაში ცხოვრებით.
“მახაჩყალა პატარა და ლამაზი ქალაქია. ხალხიც თბილია და შეიძლება ითქვას, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობთ. როდესაც უზბეკეთიდან მოვდიოდით, დაღესტანზე ბევრი არაფერი ვიცოდით, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია გითხრათ, რომ მეც და ჩემს მეუღლესაც, მახაჩყალა ძალიან მოგვწონს”, – ამბობს ზამირა აჰმედოვა.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114092