უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება ცნობილი უზბეკი მოჭადრაკის გიორგი აგზამოვის რიგით მეექვსე მემორიალი. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად დტარდება და მისი საპრიზო ფონდი 20 000 დოლარს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 5 ათასს მიიღებს.
5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით ტურნირს რუსი მაქსიმ ტუროვი (2658) და აზერბაიჯანელი რაუფ მამედოვი (2624) ლიდერობენ, შეჯიბრის ერთადერთი ქართველი მონაწილე მიხეილ მჭედლიშვილი (2626) კი 4.0 ქულით მესამე-მეთხუთმეტე ადგილებს ინაწილებს.
მჭედლიშვილმა უზბეკეთში სამი პარტია მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. მე-6 ტურში მიხეილი თეთრი ფიგურებით ითამაშებს, მისი მომდევნო მეტოქე კი უზბეკი ანდრეი კვონი (უზბეკეთი, 2493) იქნება.







