ფეხბურთი

20:52 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

აგენტი: “ილიჩიჩმა “ფიორენტინა” აირჩია”

“პალერმოს” სლოვენიელმა შემტევმა ნახევარმცველმა, იოსიპ ილიჩიჩმა “ფიორენტინაში” თამაშის სურვილი გამოთქვა. აღნიშნულ ინფორმაციას 25 წლის ფეხბურთელის აგენტი ავრცელებს.

“ილიჩიჩმა “ფიორენტინა” აირჩია. ახლა, კლუბებს შორის შეთანხმებას ველოდებით. იოსიპი სიმშვიდეს ინარჩუნებს.” – ციტირებს ილიჩიჩის აგენტის, ამირ რუჟნიჩის სიტყვებს Football Italia.

სერია A-ს გასულ გათამაშებაში, ილიჩიჩმა 10 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, თუმცა გუნდი გავარდნისგან მან მაინც ვერ იხსნა.

0.099837