თამაშგარე

11:12 | 18.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

აფერისტებმა ევროპის ჩემპიონატის ბილეთები გააყალბეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა, კიევში მოქმედი აფერისტული დაჯგუფება გამოავლინეს. როგორც გაირკვა, კიეველი გამყალბებლები ძირითადად ევროპის 2012 წლის დასაჯავშნი ბილეთებისა და აბონემენტების არაკანონიერი კოპირებით იყვნენ დაკავებულნი და 120 ათასი ევროს შოვნა უკვე მოესწროთ.

როგორც ჩანს, აფერისტების ჯგუფი საკმაოდ ორგანიზებული იყო, რადგან ისინი ევროპელი ქომაგების მოტყუებას საკმაოდ მარტივად ახერხებდნენ. მათ ჯერ გააკეთეს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ვებ–გვერდის კოპიო ასლი, სადაც საბანკო რეკვიზიტები და პერსონალური კოორდინატები იყო შეცვლილი და ყველაზე გულუბრყვილო ადამიანები მათ ანგარიშზე რიცხავდნენ ფულს.

ამას გარდა, გამყალბებლები უშუალოდ ყალბ ბილეთებსაც ყიდდნენ. გაყალბებული ბილეთების ფასი, რა თქმა უნდა, შედარებით იაფი იყო და ამასაც ბევრი გულუბრყვილო დახარბდა. ასეა თუ ისე, დღეს გამყალბებლები დაკავებულები არიან (სულ 6 კაცი) და სავარაუდოდ, თითოს 6–7 წელი მოუწევს “ვირის აბანოში“ ყურყუტი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0932