აბუ დაბიში გაიმართა საჩვენებელი საჩოგბურთო ტურნირის წილისყრა MUBADALA WORLD TENNIS CHAMPIONSHIP, რომელიც სტარტს 27 დეკემბერს აიღებს და შეჯიბრება 29 დეკემბრამდე გასტანს. ტურნირის პირველი წრიდან თავისუფალნი არიან სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი, ისინი ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაებმებიან გათამაშებაში. ნახევარფინალის 2 დარჩენილი საგზურისათვის ენდი მარეი იანკო ტიპსარევიჩს დაუპირისპირდება, ხოლო დავიდ ფერერი - ჩეხ ტომაშ ბერდიხს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახლავთ, რომელმაც 2011 წლის დეკემბერში ფინალურ მატჩში დავიდ ფერერი იოლად დაამარცხა 6:2, 6:1.
გიორგი ბარბაქაძე







