ვარშავაში, ძიუდოისტთა მსოფლიოს თასზე 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჯერ მეოთხედფინალებიც არ ჩამთავრებულა, საქართველოს ნაკრების წევრთათვის კი ტურნირი უკვე დასრულებულია.
დღეს პოლონურ ტატამზე პაატა ღვინიაშვილი (81 კგ), გიორგი ცოციაშვილი (90 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) გავიდნენ. შედარებით უკეთ ლორიაშვილმა იჭიდავა, რომელიც ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მერვედფინალში დამარცხდა რუს დავიდ ბიტიევთან. ღვინიაშვილმა და ცოციაშვილმა მხოლოდ თითოჯერ იმარჯვეს და ორივესთვის უნგრელი მეტოქე აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. ოქრუაშვილმა კი პირველსავე მეტოქესთან – ისლანდიელ ტორმოდურ იონსონთან წააგო.
ოთარ მაღლაკელიძე







