ფეხბურთი

15:41 | 11.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” მზადაა, იოვეტიჩი იყიდოს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” მზადაა, ჩერნოგორიის ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი შეიძინოს.

თავის მხრივ, მანჩესტერელების თავკაცი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 4 ფეხბურთელს გამოემშვიდობოს და მათ შორის ბალკანელი თავდამსხმელიცაა.

25 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს იტალიელების გარდა ესპანური “სევილიაც” იჩენს. იოვეტიჩის სატრანსფერო ღირებულება 24 მილიონი ევროა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენს შესთავაზებს “ბიანკონერი” “ქალაქელებს” ფეხბურთელის სანაცვლოდ.

მიმდინარე სეზონში ბალკანელმა ფეხბურთელმა “სიტის” მაისურით 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და 3-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა. იოვეტიჩი “სიტიში” იტალიური “ფიორენტინადან” გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109098