ფეხბურთი

12:50 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკო ტრავმირებულია

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი ედინ ჯეკო ბოსნიის ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა, თუმცა მას მარჯვენა ფეხის ბარძაყის სერიოზული ტრავმა დაუდგინეს. შესაბამისად იგი ბოსნიის ეროვნულ გუნდს ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ვერ დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია ბოსნიელთა მთავარმა ექიმმა დაადასტურა.

"ტრავმა სერიოზულია და სარეაბილიტაციო დროს მოითხოვს. საუბედუროდ, იგი მოედანზე დაბრუნებას მალე ვერ შეძლებს", - განაცხადა როიფ კარაბერგმა.

მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელის სარეაბილიტაციო პერიოდი 2-დან 6 კვირამდე გასტანს. ჯეკო ბოსნიის ეროვნულ ნაკრებს 14 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ისრაელის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი თუ რამდენ მატჩი ვერ დაეხმარება თავდამსხმელი "მანჩესტერ სიტის".

თეგებიედინ ჯეკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12578