ფეხბურთი

12:21 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენეგალელი ფეხბურთელები აფრიკის თასის მოგებისთვის 55-55 ათას დოლარს მიიღებენ

სენეგალის ეროვნული ნაკრები აფრიკის თასი 2015-ის მოგებისთვის სოლიდურ ფულად პრემიას მიიღებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა მაკი სალიმ პირობა დადო, რომ კონტინენტის უმთავრესი ტურნირის მოგების შემთხვევაში ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ჯილდოს სახით 55 ათას დოლარს მიიღებს.

გარდა ამისა, ფეხბურთელები ფულად ჯილდოს ყოველი მოგებული თამაშისთვისაც მიიღებენ. აფრიკის თასის C ჯგუფში სენეგალელთა მეტოქეები განის, ალჟირისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები იქნებიან.

სენეგალის ნაკრებს აფრიკის თასი აქამდე არასდროს მოუგია. საუკეთესო შედეგი მათ 2002 წელს აჩვენს, როდესაც ფინალში გავიდნენ, მაგრამ კამერუნთან დამარცხდნენ. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო სენეგალს აფრიკის თასზე თავდამსხმელები - დიაფრა საკო და სადიო მანე დააკლდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062026