ფეხბურთი

11:57 | 8.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზარი “გლადბახს” 5 წლით შეუთანხმდა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი თორგან აზარი, რომელიც მიონხენგლადბახის “ბორუსიაში” განათხოვრების წესით თამაშობს, გერმანული კლუბის სრულფასოვანი წევრი ხდება.

L’Equipe-ს ინფორმაციით, გლადბახელები ედენ აზარის უმცროს ძმას უკვე შეუთანხმდნენ ხუთწლიან კონტრაქტზე და ის ძალაში 2015 წლის ზაფხულში შევა.

“გლადბახსა” და “ჩელსის” შორის გაფორმებულ საარენდო შეთანხმებაში 21 წლის ბელგიელის გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა, თუმცა, გერმანელები იმედოვნებენ, რომ აზარის ტრანსფერი 8-10 მილიონ ევროზე მეტი არ დაუჯდებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11644