იაპონელმა ტამაე ვატანაბემ 2002 წლის 16 მაისს პლანეტის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8848 მ.) 63 წლის ასაკში დალაშქრა და ყველაზე მხცოვანი ქალი შეიქმნა, ვინც აღნიშნული შესძლო, ახლა კი, თავისივე რეკორდი კიდევ ერთხელ გადაფარა – მსოფლიოს უმაღლეს ადგილას ფეხი 73 წლისამ დააბიჯა.
ვატანაბე ცნობილი მთასვლელია და თავის დროზე ჩრდილოეთ ამერიკის უმაღლესი მწვერვალი მაკკინლი და სხვაც არაერთი რთული მარშრუტი აქვს დალაშქრული, ამჯერად კი, ჯომოლუნგმას ჩრდილოეთ კედლიდან შეუტია და პარასკევს დაწყებული ასვლა, საბოლოო შტურმით შაბათს დაასრულა.
აქვე მოგახსენებთ, რომ კაცებში საუკეთესო მაჩვენებელი ნეპალელ მინ ბაჰადირ შერჩანს გააჩნია. მან ევერესტს 76 წლისა და 340 დღის ასაკში უწია.







