ფეხბურთი

2:33 | 7.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სელტა” თასზეც აგებს

საშინელი პერიოდი უდგას ვიგოს “სელტას”. გალისიურ კლუბს ლა ლიგაში ზედიზედ 6 წაგება აქვს და უკვე 666 წუთია, რაც ესპანეთის პირველობაზე გოლი არ გაუტანია. ედუარდო ბერიცოს შეგირდებმა გუშინ ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრაში “ბილბაო” მიიღეს შინ და წარუმატებელი სერია “კოპა დელ რეიზეც” განაგრძეს.

მატჩი თავიდანვე ცუდად დაიწყო მასპინძელთათვის და მე-5 წუთზე მიკელ სან ხოსეს გოლით “ბილბაო” დაწინაურდა. უნდა ითქვას, რომ ბასკებმა წესების დარღვევით გაიტანეს, რადგან ეჩიტამ ხელით გადააწოდა სან ხოსეს ბურთი. გაშვებულ გოლს მასპინძლები არ დაუბნევია და 6 წუთში ლოპესმა ახლო მანძილიდან აღადგინა წონასწორობა, თუმცა 4 წუთში არის ადურისმა კვლავ წინ გაიყვანა ბასკები.

მეორე ნახევარი გალისიელთათვის კარგად დაიწყო და 54-ე წუთზე ბალენსიაგას უხეში შეცდომის შემდეგ თავური დარტყმით ჩარლესმა გაათანაბრა. “სელტა” მოსაგებად გაწევას აპირებდა, თუმცა დაცვაში გაშვებულმა უპატიებელმა შეცდომამ მასპინძელთა ყველა გეგმა არია და 61-ე წუთზე სუსაეტამ მესამედ დააწინაურა თავისი გუნდი. 71-ე წუთზე კოსტასის გაძევების შემდეგ “სელტას” მდგომარეობა უფრო დამძიმდა. შტუმრებმა კი, რიცხოვრივი უპირატესობა გამოიყენეს და 87-ე წუთზე ადურისმა 11-მეტრიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:4. “ბილბაომ” საპასუხო მატჩის წინ ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვა.

დღის მეორე შეხვედრა “ლა როსალედაზე” შედგა, სადაც “მალაგამ” “ლევანტეს” უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. ანდალუსიელებმა პირველი ნახევარი ხუანპი ანორის გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში რიკარდო ჰორტამ გაზარდა მათი უპირატესობა. უნდა აღინიშნოს გილერმო ოჩოას შესანიშნავი თამაში, რომელსაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ესპანეთის თასზე უწევს თამაში. მექსიკის ნაკრების კარის დარაჯმა გავილანსა და რაფაელ მარტინსს ძალიან რთული ბურთები აუღო და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ძალიან დაეხმარა.

1/8 ფინალის დანარჩენი შეხვედრები დღეს და ხვალ გაიმართება.

სელტა – ბილბაო 2:4 (1:2)


ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ბლანკო, კაბრალი, კოსტასი, პლანასი, ჯონი, ა.ლოპესი (ერნანდესი 83), ბ.ფერნანდესი, ს.გომესი, ორელიანა (მინა 60), ა.ფერნანდესი (რადოია 80), ჩარლესი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ეჩიტა (გურპეგი 82), ლაპორტე, ბალენსიაგა, ირაოლა, მ.რიკო (იტურასპე 85), სან ხოსე, სუსაეტა, მუნიაინი (ვიგუერა 77), დე მარკოსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 0:1 სან ხოსე (5), 1:1 ა.ლოპესი (11), 1:2;2:4 ადურისი (15;87 პენ.), 2:2 ჩარლესი (54), 2:3 სუსაეტა (61).
გაფრთხილებები: ბ.ფერნანდესი, კოსტასი, ჩარლესი, კაბრალი – მ.რიკო, ეჩიტა, მუნიაინი, სან ხოსე
გაძევება: კოსტასი 71.
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 8(3)-9(5), კუთხური: 6-5, სეივი: 1-1

მალაგა – ლევანტე 2:0 (1:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): ოჩოა, მ.ტორესი, ანხელერი, როსალერი, კასადო, რესიო, სამუელი (კასტილიეხო 63), ლ.ალბერტო (დარდერი 80), ანორი, ჰორტა, ხუანმი (ამრაბატი 73).
მწვრთნელი: ხავი გრასია

ლევანტე (4-1-3-2): ხ.ფერნანდესი, ხუანფრანი, როდასი, ელ ადუა, პ.ლოპესი, ტონიო, კამარასა (რ.გარსია 69), გავილანი (ვ.პერესი 69), ხუმეტრა, ელ ჟარი, რ.მარტინსი (დელგადო 81).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

გოლები: 1:0 ანორი (16), 2:0 ჰორტა (78).
გაფრთხილებები: რ.გარსია, ელ ადუა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 14(7)-4(2), კუთხური: 4-5, სეივი: 2-5

სტატისტიკა
0.227038