ჭადრაკი

15:47 | 14.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

650 მილიონი თამაშობს ჭადრაკს!

დედამიწაზე მცხოვრები 650 მილიონი მოზრდილი თამაშობს ჭადრაკს!
 კომპანია ‘აგონ’-ის   (ჭადრაკში  მსოფლიო ჩემპიონატების ციკლების გამართვის ექსკლუზიური უფლებების მქონე) ახლახან გამოქვეყნებულ პრესსრელიზში მოყვანილია  ‘YouGov'  (ბრიტანული კომპანია, რომელიც აწარმოებს საბაზრო, მარკეტინგულ  გამოკვლევებს),  კვლევის შედეგები.
ამ მონაცემების მიხედვით დედამიწის მოსახლეობის 70% ( ეს ციფრი მითითებული როგორც მყარი და არა ჰიპოთეზური) თავისი ცხოვრების რაღაც მონაკვეთში თამაშობდა ჭადრაკს.
ხოლო,   სტაბილურად მოთამაშის პროცენტული რაოდენობა ამჟამინდელი მონაცემებით შემდეგია:
დიდი ბრიტანეთი - 12%;
აშშ - 14%;
გერმანია- 23%;
რუსეთი - 43%;
ინდოეთი -70%  (ბოლო მონაცემი კომპანია ‘ABCI’ (ინდოეთის ბიზნესს-კომუნიკაციების ასოციაცია) ეკუთვნის.)
‘მოჭადრაკეები და არამოჭადრაკეებიც  ერთნიშნად  აღნიშნავენ ჭადრაკის უპირატესობას ნებისმიერ სპორტის სხვა სახეობასთან ინტელექტის , დახვეწილობის,სტრატეგიის და სრულყოფილობის განხრით’ - ციტატა  ‘აგონის’ რელიზიდან
‘YouGov’ აგრეთვე აღნიშნავს რომ კვლევების თანახმად ადამიანების ჯგუფი რომლებიც რეგულარულად თამაშობს  ჭადრაკს  5-ჯერ მეტად უფრო ხშირად  კითხულობს ’ "The Guardian", "The New Scientist", "The Week" (დიდი ბრიტანეთი) , "The New York Times", "The Wall Street Journal", "The Economist" (აშშ).
ასევე,  გაზრდილია მათში ფუფუნების საგნების შეძენის მოთხოვნა, დაახლოებით  40-100% ით მეტი .ოდითგანვე ხომ ჭადრაკს სამეფო თამაშს უწოდებდნენ  და ის, არისტოკრატიის საყვარელ გასართობს წარმოადგენდა.

 
სხვა საინტერესო ფაქტები ჭადრაკის შესახებ:
პარტიის დაწყებიდან სამი სვლის შემდეგ თითოეული მხრიდან არსებობს 9 000 000 (!) - ზე მეტი შესაძლო პოზიცია.
1950 წელს  ამერიკელი მათემატიკოსმა  კლოდ შენონმა  გამოითვალა მიახლოებითი მინიმალური რაოდენობა არაგანმეორებადი საჭადრაკო პარტიების და  ის დაახლოებით შეადგენს 10120 (ეგრეთწოდებული, შენონის რიცხვი).  ამ ციფრის თანახმად უნიკალური პარტიების შესაძლებლობის რაოდენობა   აღემატება  ატომების რაოდენობას ხილვად სამყაროში.
ატომების რიცხვი აღინიშნება როგორც - 1079, როდესაც ამ დროს ორიგინალური  საჭადრაკო  პარტიების - 10120 - შეადგენს.
ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ ჭადრაკს როგორც ეფექტურ საშუალებას  მეხსიერების გასაუმჯობესებლად. აგრეთვე, ჭადრაკის თამაში მიიჩნევა როგორც შესანიშნავი საშუალება ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად. ბოლო დროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენს რომ ჭადრაკი ააქტიურებს შემოქმედებით ნიჭს, კონცეტრაციას, კრიტიკულ აზროვნებას და კითხვის მოთხოვნილებას.
 და,  ბოლოს... უინსტონ ჩერჩილი ( დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი) როდესაც  განიხილავდა ვინმეს კანდიდატურას მთავრობაში, ყოველთვის არკვევდა იცოდა თუ არა მან ჭადრაკის თამაში...
პრემიერ-მინისტრმა კარგად უწყოდა რომ, მოჭადრაკეს რამოდენიმე სვლით წინ შეუძლია გაითვალოს...

 

http://gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089019