რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში 9 ნოემბერს სტარტს აიღებს და 3 დეკემბრამდე გასტანს ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი. პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისათვის 6 ქართველი მოჭადრაკეც იბრძოლებს: მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე, ლელა ჯავახიშვილი და სოფო ხუხაშვილი.
მსოფლიო ჩემპიონატი 64 მონაწილეს შორის ოლიმპიური სისტემით ექვს წრედ გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 450 000 დოლარია. აქედან პირველ წრეში დამარცხებული 3 750 დოლარს მიიღებს, მეორე წრე (მეთექვსმეტედფინალი) 5 500 დოლარს იძლევა, მესამე წრე (მერვედფინალი) – 8 ათასს, მეოთხე წრე (მეოთხედფინალი) – 12 ათასს, მეხუთე წრე (ნახევარფინალი) – 20 ათასს, ხოლო მეექვსე წრე (ფინალი) – 30 ათასს. მსოფლიოს ჩემპიონი 60 000 დოლარით დაჯილდოვდება.







