გერმანული “ლევერკუზენი” ორი მოთამაშის დამატებას შეეცდება. “ფარმაცევტების” სატრანსფერო გეგმებზე გერმანული პრესა აქტიურად საუბრობს.
გერმანული კლუბი “ვალენსიას” მარჯვენა მცველით ანტონიო ბარაგანითა და “ნაპოლის” ცენტრალური ნახევარმცველით გიოკხან ინლერითაა დაინტერესებული. “ლევერკუზენის” ხელმძღვანელობას აღნიშნული პოზიციების გაძლიერება სურს და ორივე მოთამაშე სასურველ კანდიდატებად მიაჩნიათ.
ბარაგანს “ვალენსიასთან” მოქმედი ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში ეწურება და მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევროა. დიდი შანსია, რომ გერმანულმა კლუბმა ზაფხულამდე მოიცადოს და ესპანელი მცველი უფასოდ ჩაიგდოს ხელში, რადგან “ღამურები” ანტონიოსთან კონტრაქტის გაგრძელებას არ გეგმავენ.
რაც შეეხება ინლერს, მას “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული და 12 მილიონ ევროდაა შეფასებული.





