ფეხბურთი

11:54 | 5.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ შვარცერის “ლესტერში” გადასვლა დაადასტურა

ლონდონის “ჩელსის” აწ უკვე ყოფილი ავსტრალიელი მეკარე მარკ შვარცერი კარიერას “ლესტერში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატთა” თავკაცმა ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

“როცა შვარცერი გვჭირდებოდა, ჩვენთან იყო და გასაოცარი პროფესიონალი გახლდათ. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები ავსტრალიელს “ლესტერში” წარმატებას უსურვებს.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დარჩება 42 წლის ვეტერანი გოლკიპერი “ლესტერში”. შვარცერი ლონდონური კლუბის რიგებს “ფულემიდან” 2013 წლის ზაფხულში შეუერთდა და “ჩელსის” მაისურით სულ 12 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113447