ფეხბურთი

19:38 | 4.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვინ გახდება “ნიუკასლის” მწვრთნელი?

როგორც “სტარი” იუწყება, “ნიუკასლის” მფლობელი მაიკ ეშლი ალან პარდიუს შემცვლელად კრისტოფერ გალტიესა და რემი გარდეს მოიაზრებს. “ნიუკასლი” ფრანგული ბაზრით არაერთხელ დაინტერესებულა და დღესაც მათ გუნდში არც თუ ცოტა ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს.

კრისტოფერ გალტიე ამჟამად “სენტ ეტიენს” უდგას სათავეში. მისი გუნდი ლიგა 1-ში თვალსასეირო ფეხბურთის თამაშით გამოირჩევა, ხოლო რემი გარდემ გასულ წელს “ლიონი” დატოვა და მას შემდეგ უკლუბოდა

“ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კრისტოფერ გალტიესა და რემი გარდეს გარდა “მიდლსბროს” მთავარი მწვრთნელის აიტორ კარანკას დანიშვნაც განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12006