ფეხბურთი

18:17 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბუტრაგენიომ ანჩელოტი შეაქო

მადრიდის “რეალის “ ყოფილმა ფეხბურთელმა და ახლა უკვე ინსტიტუციონალური ურთიერთობის დირექტორმა ემილო ბუტრაგენიომ “ას”-თან ინტერვიუში კარლო ანჩელოტზე დადებითად ისაუბრა.

“ანჩელოტი ყველა მხრივ კარგი მწვრთნელია, მომწონს მის მიერ გაწვრთნილი “რეალის” თამაში, ჩვენი გუნდი მის ხელში გოლების მანქანად იქცა. მას არაერთ კლუბში უმუშავია და მოუგია ტიტულები, “მილანთან” ერთად მან ორჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და იმედი მაქვს, წელს ამ შედეგს “რეალთან” ერთად გაიმეორებს,” – აღნიშნა ბუტრაგენიომ.

55 წლის იტალიელმა სპეციალისტმა მადრიდის “რეალი” 2013 წლის ივნისში ჩაიბარა და გუნდთან ერთად იმავე წელს ესპანეთის თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109499