ფეხბურთი

17:52 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერს პოდოლსკის “ინტერში” გადასვლის არ სჯერა

ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს არ სჯერა, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი “ინტერში” გადავა. ფრანგი სპეციალისტი ამის მიზეზად მილანელთა არასერიოზულ ქმედებებს ასახელებს.

“მილანელები ლაპარაკობენ და მეტს არაფერს აკეთებენ. პოდოლსკი “არსენალის” ფეხბურთელია და მინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება.

“ინტერი”? ეს უფრო ხუმრობას ჰგავს. ამ მიმართულებით სერიოზული არაფერი ხდება.” – განაცხადა ვენგერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10162