ფეხბურთი

16:57 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი “ნეა სალამინაში” წარადგინეს

შოთა გრიგალაშვილი კვიპროსის საფეხბურთო კლუბ “ნეა სალამინაში” ოფიციალურად წარადგინეს. ზაფხულში გრიგალაშვილი “ანორთოსისიდან” ნიქოზიას “ომონიაში” გადავიდა, რომელთან კონტრაქტი დეკემბრის მიწურულს გაწყვიტა და “ნეა სალამინას” მიაშურა, სადაც 2014-2015 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

“შესაძლოა, შოთა გრიგალაშვილმა “ომონიაში” იმას ვერ მიაღწია, რასაც ელოდა, მაგრამ “ნეა სალამინას” მისი დიდი იმედი აქვს. ვფიქრობთ, ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონატის მეორე წრეში გუნდის წამყვანი ფიგურა გახდება. ფეხბურთელებს იმედი აქვთ, რომ შოთა მათ დაეხმარება. თავის მხრივ მას სურს დაამტკიცოს, რომ ყოფილ გუნდში ხშირად თამაშის საშუალებას ტყუილუბრალოდ არ აძლევდნენ”, - იუწყება shootandgoal.com-ი გრიგალაშვილის თაობაზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113066