სხვა

15:34 | 30.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთელებმა 2014 წელი დაასრულეს

დეკემბრის ბოლოს ქართველი ხელბურთელების ევროპულმა კლუბებმა რამდენიმე მატჩი გამართეს. გამარჯვება მხოლოდ რევაზ ჭანტურიას მაკედონიურმა კლუბმა, ზომიმაკ სტრუმიცამ მოიპოვა.

სტრუმიცა ქვეყნის ჩემპიონატს 14 მატჩიდან 4 მოგებით ლიდერობს, თუმცა, მაკედონიის ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი შეჯიბრებაში მხოლოდ ფინალური ექვსეულის ტურნირიდან ჩაერთვება.

ბოლო ორ მატჩში სტრუმიცამ შინ დაამარცხა რაბოტნიჩკი, 36-30 და სტუმრად - პრილეპი, 26-23, ხოლო ქართველმა გარემარბმა შესაბამისად 9 და 5 გოლი გაიტანა. სულ ჭანტურიას 66 გოლი აქვს 14 მატჩში. სტრუმიცას, რომელიც შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ფინალურ ექვსეულში გასვლა განაღდებული აქვს.

მაკედონია (14 ტურის შემდეგ): სტრუმიცა 42 ქულა, მეტალურგ-ჯუნიორი 30, პრილეპი 28, რადოვიში 24, პელისტერი 24, ტინექს-პროლეტი 21, ოჰრიდი 20, რაბოტნიჩკი 13, პრესპა 6, ტეკსტილეცი 0.

სერგო დათუკაშვილის ვოივოდინა სერბეთის ჩემპიონატში, ტიტულის დასაცავად, ბოლო ეტაპიდან ჩაერთვება, იქამდე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში თამაშობს, თუმცა, პლეიოფში გასვლის შანსი უკვე დაკარგული აქვს. ბოლო მატჩი ვოივოდინამ სტუმრად 26-31 წააგო ლიდერ ვესპრემთან, ხოლო ქართველმა ვეტერანმა 3 ბურთი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი შეასრულა. სერგოს რეგულარულ სეზონში სულ 38 გოლი აქვს. სეჰა ლიგის სეზონი თებერვალში განახლდება, ვოივოდინა კი ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფურ ტურნირზეც ითამაშებს პორტუგალიის პორტუს, გერმანიის ფუხსე ბერლინისა და დანიის სკიერნის წინააღმდეგ.

სეჰა ლიგა (2015 წლის წინ): ვესპრემი, უნგ - 36 ქულა (12 მატჩიდან), ვარდარი, მკდ - 30 (12), მეშკოვ ბრესტი, ბლრ - 24 (11), ტატრან პრეშოვი, სლკ 24 (12) / ზაგრები, ხორ - 24 (13), მეტალურგი, მკდ - 11 (10), ნექსე, ხორ - 10 (12), რადნიჩკი, სრბ - 7 (13), ვოივოდინა, სრბ - 6 (13), ბორაცი, ბოს - 4 (12).

რუმინეთის ჩემპიონატში ერთი თამაში ჰქონდა ირაკლი ჩიქოვანის გუნდს - პოლი ტიმიშოარა სტუმრად 25-28 დამარცხდა დუნარია კელერეშისთან. ქართველმა შუამარბმა 1 გოლი გაიტანა (61 ბურთი 14 მატჩში), მისი კლუბი კი პლეიოფში გასასვლელად იბრძვის. აქ ლიდერობს შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი ოდორჰეი. რეგულარული სეზონი 28 იანვარს განახლდება.

რუმინეთი (14 ტურის შემდეგ): ოდორჰეი 27 (13 მატჩიდან), ბაია მარე 27, ჩშM ბუქარესტი 26 (13), დინამო ბუქარესტი 26, კელერაში 24, კონსტანცა 23, შტიინცა ბაკეუ 22, სტიაუა 19 / ტიმიშოარა 16, პოტაისა ტურდა 16, ვასლუი 15, სუჩავა 9, ტარგუ ჟიუ 9.

თურქეთის ჩემპიონატში 2 მატჩი წააგო მეკარე გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის გუნდმა, ტრაბზონსფორმა - სტუმრად ანკარასფორთან 28-30 და შინ ლიდერ ბეშიქთაშთან 21-35. ტრაბზონი მეცხრე ადგილზეა და პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, ამაში ტრავმირებული მსხვილიძე ვერ ეხმარება. თურქეთში პირველი წრე დასრულდა, ტურნირი 18 იანვარს განახლდება.

თურქეთი (13 ტურის შემდეგ): ბეშიქთაში 26, ანკარასფორი 21, ბურსა ნილუფერი 20, მილი პიანგო 15, ამასია 13, ანკარა 12, ანაფენ კოლეჯი 11, გენჩლერბირლიგი 11 / ტრაბზონი 10, ანთალია 10, ქაისერი 9, იზმირი 8 / მერსინი 7, ქონია 7.

და ბოლოს, ირანის ჩემპიონატში ახალი წლის წინ მეოთხე ადგილზეა ქართველი გამთამაშებლის აკაკი ტალახაძის კლუბი, თავრიზი.

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14106