ფეხბურთი

19:34 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” იბრაჰიმ აფელაით დაინტერესდა

მილანის “ინტერი” 28 წლის ჰოლანდიელი შემტევით, იბრაჰიმ აფელაით დაინტერესდა. ინფორმაციას ავრცელებს La Gazzetta Dello Sport. აფელაი “ბარსელონას” საკუთრებაა, მაგრამ საბერძნეთის “ოლიმპიაკოსში” ჰყავს განათხოვრებული.

იბრაჰიმმა “ოლიმპიაკოსის” მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. აფელაი 2007 წლიდან ჰოლანდიის ნაკრების წევრია, სადაც 48 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118249