ფეხბურთი

16:32 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

“ტოტენჰემის” ყოფილი ფეხბურთელი რონ ჰენრი 80 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს. ჰენრი “ტოტენჰემში” 1952-დან 1966-წლამდე თამაშობდა.

რონი ამპლუით მარცხენა მცველი გახლდათ და ლონდონურ კლუბთან ერთად ორჯერ ინგლისის თასი აქვს მოგებული (1961, 1962), 1963 წელს კი ”ბაზრობათა თასზე” გაიმარჯვა (შემდგომში უეფას თასი, დღევანდელი ევროპის ლიგა).

რონ ჰენრიმ ლონდონელთა მაისური 247-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა. მცველს ინგლისის ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.078512