ფეხბურთი

15:44 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რადამელ ფალკაო: “ფეხბურთელები არ ირჩევენ, სად იმუშაონ”

“მონაკოს” კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედში” იჯარით თამაშობს, საფეხბურთო ტრანსფერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთები საკუთარ მომავალს არ ირჩევენ. მეცინება, როდესაც მეკითხებიან, თუ რატომ არ გადავედი ამა თუ იმ გუნდში. ფეხბურთელები სამუშაო ადგილს არ ირჩევენ. მინდა ვკითხო ჟურნალისტებს, რატომ არ მუშაობენ ისინი CNN-ში ან ESPN-ში? ძალიან იშვიათია შემთხვევა, როდესაც არჩევანის საშუალება გეძლევა. ჩემს შემთხვევაში არათი სიტუაცია ყოფილა, როდესაც ისე ვერ მოვქცეულვარ, როგორც მსურდა. მსურდა ერთ ადგილას ვყოფილიყავი, მაგრამ სულ სხვაგან აღმოვჩენილვარ” - თქვა ფალკაომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109471