ჭადრაკი

13:45 | 28.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძემ არაბული ტურნირი მოიგო!

არაბეთის გაერთიანებულ საემიროების ქალაქ ალ აინში გამართული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ, საერთაშორისო დიდოსტატ გაიოზ ნიგალიძის (2536) გამარჯვებით დასრულდა.

ნიგალიძემ, რომელიც მხოლოდ 28-ე ნომრად იყო განთესილი, 9-დან 7 ქულით I-IVადგილები ტიგრან პეტროსიანთან (სომხეთი, 2651), ვლადიმირ ონიშჩუკთან (უკრაინა, 2614) და სერგეი ჟიგალკოსთან (ბელორუსია, 2672) ერთად გაინაწილა, ბუჰგოლცის ცხრილმა კი პირველობა ქართველ მოჭადრაკეს არგუნა.

სოლიდურ პრიზთან (საპრიზო 50 ათასი დოლარიდან გამარჯვებულისთვის 11 ათასი იყო გათვალისწინებული) ერთად, ნიგალიძემ პირად ელო-რეიტინგს 30 ქულაც შემატა.

ისიც ვთქვათ, რომ დასკვნით ტურში გაიოზმა თანამემამულე მიხეილ მჭედლიშვილს (2625) სძლია, რომელიც 6.0 ქულით მე-20 ადგილზე გავიდა. 5.5 ქულით 30-ე პოზიცია დაიკავა ლუკა პაიჭაძემ (2561), ხოლო ბაჩანა მორჩიაშვილმა (2337) 4.5 ქულით 67-ე საფეხური დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116125