ამ ვიდეოში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს 2014 წლის საუკეთესო გოლების ათეულია მოცემული. ძნელია მედეირელი ვარსკვლავის გოლების დახარისხება რიგითობის მიხედვით, რადგან რონალდუმ მიმდინარე სეზონი წარმატებულად ჩაატარა და გულშემატკივრებს ლამაზი გოლებიც დაუტოვა. იხილეთ რონალდუს საუცხოო გოლები და კიდევ ერთხელ დატკბით პორტუგალიელის შესანიშნავი თამაშით.







