ლონდონის "არსენალის" და "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მატჩის მსვლელობის დროს, მე-8 წუთზე "მეთოფეებმა" თერთმეტმეტრიანის რეალიზების უფლება მოიპოვეს. პენალტის შესრულება ალექსის სანჩესმა ითავა. ჩილელი ფეხბურთელი დასარტყმელად ემზადებოდა, როდესაც ქპრ-ს 24-მა ნომერმა ედუარდო ვარგასმა მეკარე რობ გრინს მიუთითა, რომ ალექსისი ბურთს მისგან მარცხნივ გადაგზავნიდა. ვარგასი არც შემცდარა და ინგლისელმაც საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
საიდან იცოდა ვარგასმა სანჩესის დარტყმის ტრაექტორია? ძნელი გამოსაცნობი არცაა, ორივე ფეხბურთელი ჩილეს ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და ვარგასს ალექსისის ვარჯიშებზე შესრულებული თერთმეტმეტრიანები ზეპირად ახსოვს. მართალია პირველი გოლისგან ლონდონელები ვარგასმა და გრინმა იხსნეს, თუმცა სანჩესმა ანგარიში 37-ე წუთზე მაინც გახსნა. 56-ეზე როსიცკიმ "არსენალი" ორი ბურთით დააწინაურა, ხოლო ჩალრი ოსტინმა 79-ზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 2:1.





