ჭადრაკი

23:06 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძის პირველი მარცხი

ალ აინში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე გაიოზ ნიგალიძემ (2536) პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დათმობად დაუჯდა.

ბოლისწინა მე-8 ტურში ნიგალიძემ შავი ფიგურებით სომეხ ტიგრან პეტროსიანთან (2651) წააგო და 6.0 ქულით მე-3 ადგილამდე დაქვეითდა.

პირველ პოზიციაზე მყოფ უკრაინელ ვლადიმირ ონიშჩუკს (2614) 6.5 ქულა გააჩნია, მეორეზე კი ასეთივე მონაგარით ხსენებული პეტროსიანია.

ნიგალიძის დარად, 6.0 ქულა მოაგროვა მიხეილ მჭედლიშვილმაც (2625), რომელმაც თეთრებით ინდოელ გოპალს (2580) სძლია. დამატებითი მაჩვენებლებით, მიხეილი მეათეა.

5.5 ქულით მე-16 პოზიციაზე დამკვიდრდა ლუკა პაიჭაძე, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მიმდინარე ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ბაჩანა მორჩიაშვილი (2337) კი 4.5 ქულით 50-ე საფეხურზეა.

უკანასკნელ ტურში ონიშჩუკი პეტროსიანს ეთამაშება, ნიგალიძე – მჭედლიშვილს, პაიჭაძე სომეხ ტერ-სააკიანს (2580), ხოლო უკრაინელი მიროშნიჩენკო (2618) – მორჩიაშვილს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116061