ფეხბურთი

15:30 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

Boxing Day-ის 10 გამორჩეული მატჩი

Boxing Day-ის მოახლოებული თამაშების წინ “დეილი მეილზე” 10 საუკეთესო, გამოსარჩევი შეხვედრა წარმოადგინეს, რომლებიც პრემიერლიგის ამ გამორჩეულ პერიოდში გამართულა.

10) მეათე ადგილზე 1993 წელს “შეფილდსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩი გავიდა. გუნდებმა “ჰილსბოროს” სტადიონზე ითამაშეს. მასპინძლები 3:0 იგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს სერ ალექს ფერგიუსონის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

შეფილდელთაგან გოლები დევიდ ჰერსტმა, მარკ ბრაითმა და ჯონ შერიდანმა გაიტანეს. “იუნაიტედმა” ბრაიან მაკლეირის დუბლით ანგარიში შეამცირა, ხოლო გამათანაბრებელი გოლი ერიკ კანტონას ანგარიშზეა.

https://www.youtube.com/watch?v=YIkmr9agnLI#t=48

9) მეცხრე ადგილზე “ასტონ ვილასა” და “არსენალის” მატჩი გავიდა. 2008 წელს “ვილა პარკზე” სტუმრები დენილსონისა და აბუ დიაბის გოლებით იგებდნენ, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე გარეტ ბეილმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში შეამცირა, ხოლო სტილიან პეტროვმა გაათანაბრა.

8) 2008 წელს “მანჩესტერ სიტიმ” შინ “ჰალ სიტი” 5:1 დაამარცხა. მასპინძელთაგან “ეტიჰედ სტედიუმზე” გოლები რობინიომ, ბრაუნმა და კრეიგ ფაგანმა გაიტანეს, ხოლო დუბლი ფელიპე კაისედომ შეასრულა. სტუმართაგან ერთადერთი გოლი სტეფან აირლანდის ანგარიშზეა.

7) 2002 წელს “ბოლტონმა” საშინაო შეხვედრაში 4:3 დაამარცხა “ნიუკასლი”. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სტუმართაგან დუბლი შეასრულა ალან შირერმა, ხოლო ერთი გოლი შოლა ამეობიმ გაიტანა.

მასპინძელთაგან ჯეი-ჯეი ოკოჩამ და რიკარდო გარდერმა გამოიჩინეს თავი, ხოლო მიკაელ რიკეტსის ანგარიშზე დუბლი იყო.

6) შორეულ 1977 წელს “ევერტონმა” “გუდისონ პარკზე” 2:6 წააგო “მანჩესტერთან”. მასპინძელთაგან მარტინ დობსონმა და ბობ ლატჩფორდმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან სტივ კოპელი, ჯიმი გრინჰოფი, გორდონ ჰილი და სამი მაკილროი გახდნენ გოლების ავტორები, ლუი მაკარიმ კი დუბლი შეასრულა.

5) 1999 წელს “ქოვენთრიმ” საშინაო შეხვედრაში 3:2 დაამარცხა “არსენალი”. მასპინძლები გარი მაკალისტერისა და მაროკოელი მუსტაფა ჰაჯის გოლებით დაწინაურდნენ, 67-ე წუთზე ფრედრიკ ლიუნგბერგიმ შეამცირა სხვაობა, თუმცა რობი კინიმ წონასწორობა აღადგინა და ბოლო წუთებზე დავორ შუკერის გოლმა “არსენალს” ვერ უშველა.

4) 1991 წელს “ოლდჰემისა” და “მანჩესტერის” შეხვედრა 3:6 ფერგიუსონის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

შეხვედრაში, სადაც 9 გოლი გავიდა, მონაწილეობა მიიღეს პიტერ შმაიხელმა, დენის ირვინმა, გარი პალისტერმა, ბრაიან რობსონმა, პოლ ინსმა, მარკ ჰიუზმა და ანდრეს კანჩელსკისიმ.

https://www.youtube.com/watch?v=KfqRuZMle8w#t=51

3) მესამე ადგილზე “ჩარლტონისა” და “ჩელსის” მატჩი გავიდა. ამ პერიოდში რომან აბრამოვიჩს “არისტოკრატთა” კლუბი ახალი ნაყიდი ჰყავდა, “ჩარლტონთან” გასვლითი თამაში კი მისმა გუნდმა 2:4 დათმო.

გამარჯვებულთაგან გოლები ჰერმან ჰრეიდარსონმა, მატ ჰოლანდმა და ჯონათან იოჰანსონმა გაიტანეს, ხოლო ლონდონელთაგან ჯონ ტერიმ და ეიდურ გუდიონსენმა გამოიჩინეს თავი.

2) “მანჩესტერის” მსგავსად კიდევ ერთხელ მოხვდა ათეულში ლონდონის “ჩელსი”. ამჯერა შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა და არისტოკრატებმა “ასტონ ვილასთან” 4:4 ითამაშეს. თამაში 2007 წელს შედგა.

ეს შეხვედრა უხვგოლიანობის გარდა წითელი ბარათების სიმრავლითაც იყო გამორჩეული. მსაჯმა მოედნიდან ზეტ ნაითი და რიკარდო კარვალიო გააძევა.

1) პირველ ადგილზე 1970 წელს გამართული მატჩი გავიდა. “დერბი ქაუნთი” შინ “მანჩესტერს” 4:4 ეთამაშა. ამ შეხვედრაში არაერთმა ლეგენდამ მიიღო მონაწილეობა. ესენი იყვნენ: დენის ლოუ, ჯორჯ ბესტი, ბობი ჩარლტონი, დეივ მაკეი, ბრაიან კიდი და არჩი ჯემილი. ჯორჯ ბესტმა დუბლი შეასრულა.

https://www.youtube.com/watch?v=C-0YhKyFeKs

0.112491