ფეხბურთი

12:17 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი რამოსით სერიოზულადაა დაინტერესებული

ცნობილი გახდა, რომ ლონდონის “არსენალის” მწვრთნელი არსენ ვენგერი მადრიდის “რეალის” უკანახაზელით სერხიო რამოსის გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული და ამის გაკეთებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. ფრანგი სპეციალისტი პირადად დაუკავშირდა რამოსის აგენტს და ფეხბურთელს ინგლისში თამაში შესთავაზა. აღნიშნულ ინფორმაციას As ავრცელებს.

ჯერჯერობით შეთავაზების სხვა დეტალები, კერძოდ, რამდენის გადახდას აპირებს ვენგერი რამოსში, უცნობია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 28 წლის რამოსი კარგ ფორმაშია და “რეალში” თავს მშვენივრად გრძნობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115566