ჭადრაკი

0:22 | 25.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძე პირველ ადგილზე რჩება

ალ აინში მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის 7 ტურის თავზე, ერთპიროვნულ ლიდერად გაიოზ ნიგალიძე (2536) რჩება, რომელსაც მხოლოდ 28-ე განთესვა.

ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით პირველი რეიტინგის მქონე უკრაინელ იური კუზუბოვს (2688) დაუზავდა, რაც ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. შედეგად, გაიოზმა თავი 6.0 ქულას მოუყარა და უახლოეს კონკურენტებს 0.5 ქულით უსწრებს.

5-5 ქულით, შესაბამისად, მე-13 და 22-ე ადგილებზე იმყოფებიან ლუკა პაიჭაძე (2561) და მიხეილ მჭედლიშვილი (2625). პირველი თეთრი ფიგურებით ინდოელ სანტოშ ვიდიტს (2625) დაუზავდა, მეორემ კი თეთრებითვე კიდევ ერთი მასპინძელი ტეჯას ბაკრე (2454) დაამარცხა.

არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მიმდინარე ტურნირის კიდევ ერთმა ქართველმა მონაწილე ბაჩანა მორჩიაშვილმა შავი ფიგურებით ყაიმი უკრაინელ ელდარ გასანოვთან (2526) გააფორმა და 4.5 ქულით 30-ე პოზიციაზეა.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ნიგალიძე შავებით სომეხ ტიგრან პეტროსიანს (2651) ეთამაშება, პაიჭაძე ამერიკელ სამუელ შენკლანდს (2642) გაეჯიბრება, მჭედლიშვილი და მორჩიაშვილი კი შავებით გაირჯებიან, შესაბამისად, გოპალთან (2580) და აბიჯეტ გუპტასთან (2632).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112722