ფეხბურთი

20:13 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში არ შეიყვანა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მსოფლიოში საუკეთესოდ არ მიიჩნევს.

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მადეირელმა ფეხბურთელმა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე დიდი ვერაფერი გააკეთა და წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში არ უნდა იყოს.

“რონალდუმ მუნდიალზე ვერაფერი გააკეთა და ამ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობით განისაზღვრება საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი. პირველ ადგილს ლიონელ მესის მივანიჭებდი, მეორეს – ფილიპ ლამს, ხოლო მესამე პოზიციაზე ხავიერ მასკერანოს დავაყენებდი.” – განაცხადა ესპანელმა.

ფიფა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს 2015 წლის 12 იანვარს გამოავლენს. საპატიო ტიტულზე ნომინირებულნი რონალდუ, მესი და ნოიერი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112745