ფეხბურთი

19:18 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სონგი აფრიკის თასზე არ ითამაშებს

კამერუნის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფოლკერ ფინკემ აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ყველასთვის მოულოდნელად გერმანელმა სპეციალისტმა გაფართოებულ შემადგენლობაში კატალონიის “ბარსელონადან” “ვესტ ჰემში” განათხოვრებული ალექს სონგი არ შეიყვანა.

მიმდინარე სეზონში სონგმა ლონდონელთა მაისურით პრემიელიგაში 11 მატჩი ჩაატარა. აქედან 10 შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და სემ ელერდაისის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელიც გახლავთ.

“ვესტ ჰემის” თავკაცს იმედი აქვს, რომ სენეგალის ნაკრების ფეხბურთელებს კუაიტესა და სახოს შეინარჩუნებს და მათ აფრიკის თასზე ასპარეზობა არ მოუწევთ. “ჩაქუჩები” პრემიერლიგაში 17 ტურის შემდეგ 31 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100373