ჭადრაკი

15:28 | 24.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძე ლიდერობას ინარჩუნებს

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ აინში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის სათავეში კვლავაც ქართველი გაიოზ ნიგალიძე (2536) რჩება, რომელსაც 28-ე რეიტინგი გააჩნია.

მე-6 ტურში ნიგალიძემ შავი ფიგურებით მე-2 ნომრად განთესილი უკრაინელი იური კუზუბოვი (2681) დაამარცხა და თავი 5.5 ქულას მოუყარა.

ნიგალიძე 0.5 ქულით უსწრებს ბელარუს სერგეი ჟიგალკოს (2672) და უკრაინელებს – ვლადიმირ ონიშჩუკს (2614) და პირველი რეიტინგის მქონე იური კრივორუჩკოს (2688).

არაბულ ტურნირზე კიდევ 3 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს. ლუკა პაიჭაძე (2561) 4.5 ქულით მეცხრამეტეა, ბაჩანა მორჩიაშვილს (2337) 4.0 ქულით 30-ე პოზიცია უკავია, მიხეილ მჭედლიშვილი (2625) კი ასეთივე მონაგარით 33-ეა.

მე-7 ტურში ნიგალიძე კრივორუჩკოს ეთამაშება, ჟიგალკო – ონიშჩუკს, პაიჭაძე – ინდოელ ვიდიტ სანტოშს (2625), მჭედლიშვილი – ინდოელვე ბაკრეს (2454), ხოლო მორჩიაშვილი – უკრაინელ გასანოვს (2526).

ალ აინის ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113936