ფეხბურთი

17:32 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარსელოს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

მადრიდის “რეალის” მარცხენა მცველს მარსელოს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გაირკვა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არაა. როგორც As-ი იტყობინება, ბრაზილიელი ფეხბურთელი 4 იანვარს “ვალენსიას” წინააღმდეგ მატჩში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

მარსელომ ტრავმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის 44-ე წუთზე მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ფაბიო კოენტრაუ შევიდა.

მარსელომ მიმდინარე სეზონში რონალდუს, კროოსის და კასილასის შემდეგ ყველაზე მეტი დრო გაატარა მოედანზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119277