ფეხბურთი

10:58 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ 2014 წლის შედეგები შეაჯამა

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ, საკლუბო მუნდიალის მოგების შემდეგ, 2014 წლის შედეგები შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ 2015 წელი უკეთესი იქნება მისთვის და მისი გუნდისთვის.
“უპირველესად მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც გამარჯვებებში დაგვეხმარა და თავის წვლილი შეიტანა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონობა განსაკუთრებულ მოვლენად მიმაჩნია და მას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ექნება. მოხარული ვარ, რომ წელი ასე კარგად დავასრულეთ, მაგრამ იმედი მაქვს 2015 უკეთესი იქნება და კიდევ მოვახერხებთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას.” - განაცხადა რონალდუმ
კრიშტიანუ რონალდუმ და მადრიდის “რეალმა” 2014 წელს ოთხი ტურნირი მოიგეს: ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11163