ფეხბურთი

0:17 | 22.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერლინის აღება

მარკუს გისდოლის გაწვრთნილმა "ჰოფენჰაიმმა" "ჰერტას" ისე მოუგო, ოფლი არ გამოსდენია. იოლად, პირველივე ტაიმში გადაუწყვიტა მატჩის ბედი. ორი პენალტი გაიტანა სეად სალიჰოვიჩმა, თუმა ბოსნიელის გოლამდე ბერლინელთა ამერიკელ მცველ ბრუქსს არ გაუმართლა და ავტოგოლი მიითვალა. მეორე ნახევარში "ჰოფენჰაიმმა", უბრალოდ, გაიმყარა უპირატესობა. 5:0!

აი, "ფრაიბურგს" კი ცოტაღა დააკლდა გამარჯვებამდე. კრისტიან შტრაიხის გუნდი მატჩის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე 2:0-ს უგებდა "ჰანოვერს", მაგრამ ბოლოს ორი გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა. "ფრაიმ" ბოლო ადგილზე დაასრულა ბუნდესლიგის პირველი წრე, არადა რომ მოეგო, ბოლოზე "დორტმუნდს" დატოვებდა.

"ჰანოვერმა" დაამტკიცა, რომ უკეთ აწყობილი გუნდია და ბოლოს ჯერ ბიტენკურმა, მერე ხოსელუმ მასპინძლები დაადუმეს.

ჰერტა-ჰოფენჰაიმი 0:5 (0:3)

ჰერტა: კრაფტი, ნჯენგი, პეკარიკი (კალუ 73), ბრუქსი, ბენ-ჰატირა, ჰეგელერი, ჰასოგაი (შტოკერი 60), ნიმაიერი, შულცი, რონი (ვაგნერი 73), შიბერი

მწვრთნელი: იოს ლუჰუკაი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, პოლანსკი, ფირმინო, სალიჰოვიჩი (ჰერდლინგი 85), შვეგლერი (აბრაჰამი 87), შტრობლი, შიპლოკი, ფოლანდი (რუდი 77)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 ბრუქსი (23 ს.კ), 0:2, 0:3 სალიჰოვიჩი (26 პენ, 39 პენ), 0:4 შიპლოკი (74), რუდი (84)

გაფრთხილება: ფირმინო (41), ჰასოგაი (45), შტოკერი (77), ბენ-ჰატირა (90+2)

მსაჯი: შიპელი

ბურთის ფლობა: 47-53; კარში დარტყმა: 8(1)-15(8); კუთხური: 2-9; თამაშგარე: 1-2; სეივი: 3-1; ჯარიმა: 19-17

ფრაიბურგი-ჰანოვერი 2:2 (1:0)

ფრაიბურგი: ბიურკი, კემპფი, კრმაში, გიუნტერი, რიტერი (მუდჯა 46), დარიდა (ტორეხონი 80), ფრანცი (ფილიპი 77), კლაუსი, შმიდი, მეჰმედი, შუსტერი

მწვრთნელი: კრისტაინ შტრაიხი

ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, ჰიროკი საკაი, მარსელო, სანე, შმიდებახი, შტინდლი, ჰირში (ბიტენკური 66), კიოტაკე (პრიბი 90+1), ბრიანი, ხოსელუ

მწვრთნელი; ტაიფუნ ქორქუთი

გოლები: 1:0 ფრანცი (45), 2:0 კემპფი (81), 2:1 ბიტენკური (83), 2:2 ხოსელუ (90+2)

გაფრთხილება; ჰირში (37), რიტერი (38), კემპფი (47), კლაუსი (52), კიოტაკე (83), ალბორნოსი (90+1)

მსაჯი: პერლი

ბურთის ფლობა: 43-57; კარში დარტყმა: 11(6)-17(8); კუთხური: 6-5; თამაშგარე: 3-2; სეივი: 6-4; ჯარიმა: 11-13

0.14648