ფეხბურთი

23:52 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

"გენკის" მძიმე მარცხი

ბელგიის ჩემპიონატში თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას “გენკი” გასვლით მატჩში სატურნირო ცხრილის ლიდერ “ბრიუგესთან” დამარცხდა (4:1). ალექს მაკლიშმა ზარანდიას კვლავ არ მისცა თამაშის საშუალება, ამჯერად შოტლანდიელმა ლუკა განაცხადს მიღმა დატოვა, თორნიკე ოქრიაშვილი კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე დატოვა მინდორი. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა 42-ე წუთზე მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.

ლისაბონის “ბენფიკამ” შინ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “ჟილ ვისენტე.”ერთადერთი გოლი არგენტინელი ნიკოლას გაიტანის ანგარიშზეა. ავთანდილ ებრალიძე სტუმართა განაცხადში არ იმყოფებოდა. პორტუგალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ჟილ ვისენტე” ბოლო ადგილზეა და პირველი სამი ქულის მოპოვების მოლოდინშია.

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ბაქოს “ინტერი” გასვლით მატჩში “გაბალასთან” ფრეზე გაიყარა. კახა ცხადაძემ სასტარტო თერთმეტეულში ალექსანდრე ამისულაშვილი და ბაჩანა ცხადაძე დააყენა, რომლებმაც შეუცვლელად ითამაშეს. რაც შეეხება სტუმართა განაცხადს, გიორგი ლომაიას მოედანზე გასვლა არ მოუწია, თუმცა მსაჯისგან ყვითელი ბარათი თადარიგში მყოფმა მატჩის მიწურულს, 92-ე წუთზე მიიღო.

ანგარიში 38-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი ბრაზილიელმა დოდომ გამოიჩინა. მირზაბაიოვმა ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა და შეხვედრის წერტილიც ამ გოლმა დასვა.

“ინტერის” მსგავსად ფრედ ითამაშა ლაშა კასრაძის “აზალმა.” ქართველი მცველის გუნდი გასვლაზე ლენქორანის “ხაზარს” დაუზავდა (1:1). ლაშა კასრაძე სათადარიგოთა შორის იმყოფებდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ვიქტორ იგბეკოის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122362