ფეხბურთი

22:26 | 21.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვიტესის მორიგი გამარჯვება

ფლორენციის “ფიორენტინამ” მე-16 ტურის შეხვედრაში “ემპოლი” მიიღო. “არტემიო ფრანკიზე” გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მაურიციო სარიმ ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე კვლავ სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვა, თუმცა მეორე ტაიმში, 72-ე წუთზე მასიმო მაკარონეს ნაცვლად ჩართო თამაშში.

ანგარიში 44-ე წუთზე ვარგასის დარტყმის შემდეგ გაიხსნა, 57-ე წუთზე კი ტონელის გოლით ანგარიში გათანაბრდა.

“ემპოლი” ზედიზედ მეექვსე ტურია, არ აგებს. ლევან მჭედლიძისგან განსხვავებით განაცხადში ვერ ხვდება ირაკლი შეყილაძე. 22 წლის ცაციას მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც არ უთამაშია.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში არნემის “ვიტესმა” შინ 3:0 დაამარცხა “ჰერაკლესი.” მწვრთნელმა ვაკო ყაზაიშვილს მთელი სათამაშო დრო დაეთმო, ხოლო სასტარტოში მოთამაშე გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ 81-ე წუთზე ლეერდამის ნაცვლად დატოვა მინდორი.

ზედიზედ მეორე მატჩში დუბლი შეასრულა ტრაორემ, ხოლო მის გოლებს შორის თავი ლაბიადიმ გამოიჩინა. ჰოლანდიის ერედივიზიონის სატურნირო ცხრილში “ვიტესი” 22 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

კვიპროსის პირველ დივიზიონის მე-14 ტურში მეშვიდე მატჩი დათმო ფამაგუსტას “ანორთოსისმა.” გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე ჰოლანდიელმა ანდრე პაუსმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ირაკლი მაისურაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, 70-ე წუთზე კი მსაჯისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, გორის “დილას” ყოფილმა ფეხბურთელმა მინდორი 85-ე წუთზე ლატვიელი ვალერის საბალას ნაცვლად დატოვა.

მატჩში ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე გავიდა. თავი ვიგოს “სელტას” ყოფილმა მოთამაშე დავიდ კატალამ გამოიჩინა.

ქართველი ფეხბურთელის გიორგი ნერგაძის “ბიდვესტ ვიტსმა” სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის მე-16 ტურში გასვლით მატჩში “პრეტორიას უნივერსიტეტთან” 0:0 ითამაშა. სტუმართა შორის არ უთამაშია გიორგი ნერგაძეს. “ბორჯომის” ყოფილი ფეხბურთელი განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ამ ეტაპზე ნერგაძის კლუბი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონატის ლიდერ “კაიზერ ჩიფსს” 15 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120243