ფეხბურთი

23:09 | 20.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი "ატლეტიკოს" ერთგულია

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველი დიეგო გოდინი მადრიდის "ატლეტიკოს" დატოვებას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

28 წლის მოთამაშისადმი ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი" იჩენენ.

"კარიერაში საუკეთესო პერიოდი მიდგას და მინდა "ატლეტიკოში" კიდევ ბევრი წელი დავრჩე. ყურადღება ურუგვაისკენაც მაქვს მიპყრობილი და მომავალში დაბრუნებასაც ვაპირებ, რადგან მშობლიურ მხარეში წლების განმავლობაში ვთამაშობდი." - განაცხადა გოდინმა

მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა მცველმა საკლუბო დონეზე 23 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გოდინი დიეგო სიმეონეს ერთ-ერთ საყრდენ ფეხბურთელად ითვლება და მან ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

0.12195