ლევან მჭედლიძემ ოთხშაბათს “ემპოლის” რიგებში არ ივარჯიშა. იტალიური ინტერნეტპორტალ tuttomercatoweb.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს კუნთი დაეჭიმა და ამის გამო საწვრთნელ პროცესში არ მონაწილოებდა. თუმცა, საგანგაშო არაფერია და დიდი ალბათობით მჭედლიძე 21 დეკემბერს სტუმრად “ფიორენტინასთან” ითამაშებს.
24 წლის ფორვარდმა იტალიის სერია A-ში მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა.







