ჭადრაკი

1:08 | 18.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძემ დამაჯერებლად იმარჯვა!

საერთაშორისო ოსტატ გიგა ყუფარაძის (2465) დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა საქართველოს თასის რიგით მესამე გათამაშება.

ყუფარაძემ 9-დან 7.5 დააგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო II-III ადგილებზე გასულ დავით ჯოჯუას (2583) და შოთა აზალაძეს (2499).

6.5-6.5 ქულით IV-VI ადგილები გაიყვეს და ბუჰგოლცის ცხრილით შემდეგნაირად განაწილდნენ: 4. ლუკა პაიჭაძე (2561); 5. ზვიად ფაცია (2095); 6. კონსტანტინე შანავა (2536);

ქალთა ჩათვლაში 6-6 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით ასე განლაგდნენ: 1. ნინო ხურციძე (2451); 2. მირანდა მიქაძე (2255); 3. ალექსანდრა ვახანია (2133);

18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საუკეთესო შედეგი ირაკლი კელეპტრიშვილმა (2182) დააფიქსირა, ხოლო ამავე ასაკის გოგონებში საუკეთესო შედეგი ევროპის 2014 წლის ვერცხლის პრიზიორმა თანატოლებს შორის ნატო იმნაძემ (2251) აჩვენა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119128