ფეხბურთი

11:09 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი - ჰოლანდიის წლის საუკეთესო მწვრთნელი

ამსტერდამში გამართულ წლის გალა დაჯილდოებაზე, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ლუის ვან გაალი "ტიტების" ქვეყანაში 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელად მიიჩნიეს.

ვან გაალმა უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ნარინჯისფერები" ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა.

ჰოლანდიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი (5:1), ავსტრალია (3:2) და ჩილე (2:0) დაამარცხეს. მერვედფინალში მექსიკის ეროვნულ ნაკრებს მძიმე ბრძოლაში 2:1 სძლიეს. მეოთხედფინალში "ნარინჯისფერებმა" კოსტა რიკა მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს (4:3), ნახევარფინალში კი არგენტინასთან პენალების სერიაში დამარცხდნენ (2:4).

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჰოლანდიამ მასპინძელი ბრაზილია 3:0 გაანადგურა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღნიშნული წარმატება თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვან გაალის დამსახურებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115345