ფეხბურთი

17:46 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” აპენინისკენ იყურება

ინგლისური გამოცემის “დეილი სტარის” ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” მზადაა იტალიური კლუბების “რომასა” და “ნაპოლის” წევრების, მატია დესტროსა და მარეკ ჰამშიკის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გაიღოს. “მეთოფეები” ამ თანხის ნაწილს ჟოელ კემპბელისა და ლუკას პოდოლსკის გასხვისებით შეაგროვებს.

23 წლის დესტრო “რომაში” 2012 წლიდან ასპარეზობს, მაგრამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრად ვერ ჩამოყალიბდა, ხოლო 27 წლის ჰამშიკი ნეაპოლურ გუნდში 2007 წლიდინაა და ბოლო ორი სეზონია “აძურის” კაპიტანიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114426