ჭადრაკი

23:04 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

6 ტურის თავზე ოთხნი დაწინაურდნენ

6 ტურის თავზე საქართველოს თასის გათამაშებას ჭადრაკში 4 ლიდერი ჰყავს. დავით ჯოჯუას (2583), გიგა ყუფარაძეს (2465), ნინო ხურციძეს (2451) და ზვიად ფაციას (2095) აქტივში 5.0-5.0 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში აღნიშნული მიმდევრობით იმყოფებიან.

მე-6 ტურში ჯოჯუა ლუკა პაიჭაძეს (2561) დაუზავდა, ყუფარაძე – თამაზ მგელაძეს (2354), ხურციძემ კონსტანტინე შანავა (2536) დაამარცხა, ფაციამ კი მირანდა მიქაძეს (2255) სძლია. საინტერესოა, რომ ფაციას მხოლოდ 25-ე განთესვა გააჩნია, თუმცა, რეიტინგით მაღლა მდგარ მეტოქეებს ყოჩაღად ეთამაშება.

მე-7 ტურში ზვიადი შავი ფიგურებით ჯოჯუას ეთამაშება, ყუფარაძე კი ხურციძეს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშება 9 ტურად მიმდინარეობს, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 12 ათასი ლარია, საიდანაც ვაჟებში საუკეთესო 2500 ლარს მიიღებს, ხოლო ქალებში ჩემპიონი – 1 250-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117686