ჩინეთის ეროვნული ნაკრების და "ბეიჯინგ გოუანის" 23 წლის შემტევი ნახევარმცველი ზენგ სიჩჟე კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის "თვითერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჩინელი ფეხბურთელი გერმანიაში იმყოფება და კლუბი მას უახლოეს მომავალში წარადგენს.
ახალგაზრდა აზიელი ფეხბურთელი წელს ჩინეთის ჩემპიონატში "გოუანის" რიგებში საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობს. სიჩჟემ 29 მატჩში 6 გაიტანა და 12-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. ჩინური გუნდი კი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა. ზენგი ჩინეთის ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელიცაა.
სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების შემდეგ სიჩჟემ ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა 2011 წელს დაიწყო და 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.







