ფეხბურთი

20:25 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” მესის სანაცვლოდ დაუჯერებელ შეთავაზებას ამზადებს

ესპანური გამოცემა euro americas ჟურნალისტმა ხერარდო მოლინამ დაუჯერებელი ინფორმაცია გაავრცელა. მოლინას ცნობით, ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” კატალონიის “ბარსელონას” 27 წლის არგენტინელი ლიდერის ლიონელ მესის შესაძენად 350-დან 400 მილიონ ევრომდე გამოყო. ესპანელი ჟურნალისტის ვარაუდით, მანჩესტერელთა მფლობელ მანსურ ბინ ალ ნაინს მესის თავის კლუბში ხილვის დიდი სურვილი აქვს და ამისათვის თანხის დაზოგვას არ აპირებს.

დაახლოებით თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “სიტიმ” ესპანურ კლუბს მესის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებას შედეგი არ გამოუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.054444