ფეხბურთი

14:45 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კორღალიძე მწვრთნელობას აპირებს

34 წლის ლევან კორღალიძემ, რომელიც ბოლოს გორის “დილაში” გამოდიოდა, მოლდოვურ ინტერნეტპორტალ moldliga.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას აპირებს.

ლევან კორღალიძე: “ფეხბურთელის კარიერა დავასრულე და მცირე პაუზის შემდეგ, მწვრთნელობას ვაპორებ. მითუმეტეს, “ბ” ლიცენზია უკვე მაქვს, მაგრამ სწავლა კიდევ მსურს. ჯაბა დვალს “დაჩიაში” გადასვლაში მე დავეხმარე”.

- სამწვრთნელო კარიერის დაწყება სად გსურთ?

- მოლდოვაში დიდი სიამოვნებით დავიწყებდი. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ უფრო კონკრეტულ წინადადებას ველი. ჯერჯერობით პაუზა ავიღე. ვნახოთ მომავალში რა იქნება.

- მოლდოვაზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ? რაიმე შეიცვალა?

- მოლდოვა ჩემთვის მეორე სამშობლოა. ორი წელი არ ვყოფილვარ და სიმოვნებით ჩამოვედი ქვეყანაში, სადაც ბევრი მეგობარი მყავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115224