ფეხბურთი

17:37 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედი: “ტოტის დიდ გუნდში არ უთამაშია”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ლიდერი და ამჟამად კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაველ ნედვედი იტალიურ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ “რომას” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ლოგიკური იყო და მას არც სკუდეტოს მოგება ხელეწიფება.

“ჩვენ ვლაპარაკობთ რომაელებზე ნაკლებს, მაგრამ ვმუშაობთ მათზე მეტს. ამიტომაც ყველა ხედავს მიღებულ შედეგს” – განაცხადა ნედვედმა.

პაველ ნედვედმა “რომას” და მის კაპიტანს ფრანჩესკო ტოტის კბილი “იუვენტუსი”-“რომას” მატჩის შემდეგაც (3:2) გაჰკრა, როდესაც განაცხადა, რომ ტოტი ვერასოდეს გაიგებს, რას ნიშნავს იყო დიდი გუნდის კაპიტანი, რადგან დიდ გუნდში ჩესკოს არ უთამაშია.

0.116804