ჭადრაკი

15:38 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

10 მონაწილე დაწინაურდა

ათი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი დაწინაურდა საქართველოს თასის გათამაშებაზე, რომელშიც 63 მოჭადრაკე მონაწილეობს.

დავით ჯოჯუა (2583), გიგა ყუფარაძე (2465), ნინო ხურციძე (2451), ზურაბ ჯავახაძე (2411), თამაზ მგელაძე (2354), ივერი ჭიღლაძე (2340), ირაკლი კელეპტრიშვილი (2182), ინგა ხურცილავა (2224), ზვიად ფაცია (2095) და ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2019) პირველობას 2-2 ქულით ინაწილებენ.

მე-3 ტურში მოჭადრაკეები ასე დაწყვილდნენ: ჯოჯუა-ჭიღლაძე, ყუფარაძე-ხურცილავა, კელეპტრიშვილი-ხურციძე, ფაცია-ჯავახაძე, მგელაძე-პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება. მონაწილეებს აქვთ 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ტურნირის საპრიზო ფონდი 12 000 ლარია, საიდანაც ვაჟებში საუკეთესო 2500 ლარს მიიღებს, ხოლო ქალებში ჩემპიონი – 1 250-ს.

0.118084